воскресенье, 13 марта 2016 г.

                                                 ტრენინგის  მე-9  დღე

             ტრენინგის მეცხრე დღეს გადავამოწმე ჩემი  ბლოგი, გადავათვალიერე თითოეული საქაღალდე . ვნახეთ ტრენინგის ყველა მონაწილის პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო იყო. 
     გავმართეთ დისკუსია ნანახის შესახებ, ვისაუბრეთ დადებით და უარყოფით მხარეებზე. ყველა მსმენელი იყო კმაყოფილი,რაც ჩვენ სასწავლო პროცესს გახდის ეფექტურს და ნაყოფიერს.
                დიდი მადლობა ამ ტრენინგის ორგანიზატორებს და ტრენერს ენერგიულ დიანას, რომელმაც მოგვცა სტიმული  ვაკეთოთ პროექტები წარმატებულად. 
                                                ტრენინგის მე-8  დღე
                                                ტრენინგის  მე-7 დღე
ტრენინგის მე-7 დღეს გავეცანი შემაჯამებელი შეფასების ფორმებს,გავიგე როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს, მოსწავლეზე  ორიენტირებულ სწავლების პროცესში.
  ვისწავლეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
  
                                                             ტრენინგის მე-6 დღე
დღეს ვნახეთ კოლეგების მიერ მომზადებული პრეზენტაციები,მივიღეთ და გავაკეთეთ  უკუკავშირები, განვიილეთ მოდული  4-ის და 5-ის აქტივობები. გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების  შეფასების ფორმას.გავიგეთ, რომ მნიშვნელოვანის განვსაზღვროთ ის ტექნოლოგიური საშუალებები, რომელიც თემის ფარგლებში ეფექტურად უზრუნველყოფს მოსწავლის მიერ ცოდნის მიღებასა და მის დემონსტრირებას.
 ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, შევაფასეთ და გავაკეთეთ უკუკავშირი. 

                                               ტრენინგის მე-5 დღე

საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მე-5 დღე, ბევრ საინტერესო აქტივობას გავეცანით, გამოვყოფ რამდენიმეს. 1) როგორ უნდა  გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესში. 2) ინსტრუმენტები: ტექსტური რედაქტორი, საპრეზენტაციო პროგრამა.

                                                      ტრენინგის მე-4 დღე


        საინტერესოდ   წარიმართა ტრენინგის მე-4 დღე.გავეცანი  აქტივობას-შეფასების სხვადასხვა მეთოდს.განვიხილეთ გზამკვლევი- შეფასების სხვადასხვა მეთოდი.             განვიხილეთ  მეთოდი განვითარებასა და  გამოყენებისათვის შეფასების სტრატეგიები, მნიშვნელოვანია სტრატეგიების ხუთი კატეგორია,რომელსაც შეფსების გეგმა უნდა მოიცავდეს.
       მომდევნო ქტივობა-4. შეფასების განსაზღვრა  მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, რომელიც დაგვეხმრება გავიგოთ მოსწავლის საბაზისო ცოდნა, ინტერესები, სუსტი და ძლიერი მხარეები,რაც  თემის ეფექტურად დაგეგმვაში დაგვეხმარება.